
სომხეთის პარლამენტმა გაგიკ ცარუკიანს დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა
16/06/2020 13:48:29 კავკასია
სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთი“ ლიდერ გაგიკ ცარუკიანს დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა, - იუწყება ადგილობრივი მედია.
ცარუკიანისთვის უფლებამოსილების შეჩერებას 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი არავინ წასულა.
ფრაქციების, „გაბრწყინებული სომხეთისა“ და „აყვავებული სომხეთის“, წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
შეგახსენებთ, გაგიკ ცარუკიანისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შუამდგომლობით პარლამენტს სომხეთის გენერალურმა პროკურორმა არტურ დავთიანმა მიმართა. ცარუკიანს პროკურატურა „ფულის გათეთრებასა“ და არჩევნების დროს ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშულებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.