
თბილისში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა
16/06/2020 17:01:12 სამართალი
თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა.
როგორც "აქცენტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ერთი არასრულწლოვანი.
არასრულწლოვანს აღენიშნება დაბეჟილობა და ნაკაწრები, დანარჩენებს – ქვედა კიდურების მოტეხილობები.
დაშავებულები ჰოსპიტალიზებულები არიან.