Accentnews.ge
პრემიერი – 20 ივნისზე: "გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება"

პრემიერი – 20 ივნისზე: "გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება"

16/06/2020 19:35:32 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 20 ივნისს თბილისი ჩაიკეტება, სიმართლეს არ შეესაბამება.

"არანაირი მონაცემები იმისთვის, რომ თბილისი, ან რომელიმე სხვა ადგილი ჩაიკეტოს, ამ წუთის მონაცემებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, 20 ივნისამდე არაფერი შეიცვლება. ასე რომ, ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება”, – განაცხადა გახარიამ “პირველი არხის” ეთერში.

მისივე თქმით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მონაცემებით ასევე არ არსებობს 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გადადების საფუძველი:

"მე საერთოდ ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს თუ არსებობს მინიმალური. არაფერი არჩევნებს სააკონსტიტუციო ვადებში დღეს არ ემუქრება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S