Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17/06/2020 09:07:34 კონფლიქტები

გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონშიკოვიდ-ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.

"იუგოსპოტრებნადზორის" თავმჯდომარის მოადგილის ანა გაგლოევას ინფორმაციით, სულ დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 43 ტესტირება და ოთხს შემთხვევაში შედეგები დადებითი აღმოჩნდა.

მისივე თქმით, ამ ოთხი შემთხვევიდან სამი ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია, მეოთხე – რუსი სამხედრო, რომლებიც სავალდებულო კარანტინში იმყოფებოდნენ.

სულ ოკუპირებულ რეგიონში ამ დრომდე 2 037 ტესტია ჩატარებული.

  • კოვიდ-ინფიცირების პირველი შემთხვევები ცხინვალის რეგიონში 5 მაისს აღირიცხა. ამ დრომდე სულ 81 ინფიცირებულია გამოვლენილი, მათგან 43 გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა. სიკვდილიანობის შემთხვევები არ აღრიცხულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S