Accentnews.ge
ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს

ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს

17/06/2020 11:10:52 სამართალი

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ადასტურებს.

„სავარაუდოდ ეს უკავშირდება ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა გარკვეული პერიოდით ადრე. ვვარაუდობ, რომ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები სამართალდამცველებს“, - აცხადებს საძაგლიშვილი.

გვარამია სუს-ში სავარაუდოდ, 16:00 საათზე მივა.

15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

იხილეთ ასევე: შეკვეთილი მკვლელობა: რა ვიცით საქმისა და დაკავებული რუსეთის მოქალაქის შესახებ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S