
როგორ გვატყუებენ რუსული პროპაგანდისტული არხები
16/06/2019 07:31:21 სხვა, მითები და რეალობა
რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის ერთ-ერთმა პროპაგანდისტულმა ტელეარხმა " Russia-1 " ეთერში გაუშვა სიუჟეტი, რომელშიც თავმოყრილი იყო თითქმის ყველა ტყუილი და მითი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების, ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთდამოკიდებულებების, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური, კულტურული თუ ისტორიული განვითარების, ჩვენი წარსულისა და აწმყოს შესახებ. სიუჟეტი ცალსახად, მიზნად ისახავდა ცრუ ინფორმაციებით ყალბი განწყობების ჩამოყალიბებას როგორც რუსულ ისე ქართულ საზოგადოებაში.
დღეს კი, გვინდა საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისა და JRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ერთობლივი თანამშრომლობის პროდუქტი შემოგთავაზოთ. ჩვენ, ისტორიკოსებთან, სატელევიზიო სფეროს წარმომადგენლებთან და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტებთან ზემოთ აღნიშნული ეს რუსული პროპაგანდისტული ვიდეო გავარჩიეთ.
თქვენ შეგიძლიათ მოისმონოთ: რას, სად, როგორ და რისთვის გვატყუებდა ამ სიუჟეტში რუსული ტელეარხი და ზოგადად, რას, სად, როგორ და რისთვის იტყუებიან ხოლმე რუსული ტელეარხები საქართველოსა და ქართველების შესახებ.
წყარო: "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი"
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021