
მარნეულში 20 წლის მამაკაცი მტკვარში დაიხრჩო
17/06/2020 13:05:39 სამართალი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 20 წლის მამაკაცი მდინარე მტკვარში დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
შინაგან საქმეთ სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.