ეროვნული ბანკის მიერ ხელოვნური ჩარევის შემდეგ ლარი მცირედით გამყარდა
17/06/2020 13:06:10 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0404 ლარი იქნება, ერთი ევროსი – 3.4177 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.8717 ლარი.
17 ივნისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0643 ლარი იყო, ერთი ევროსი – 3.4669 ლარი, ერთი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.8727 ლარი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.


