Accentnews.ge
თბილისში ტაქსის მძღოლი ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა

თბილისში ტაქსის მძღოლი ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა

17/06/2020 14:00:33 სამართალი

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ტაქსის მძღოლი სავარაუდოდ, ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა.

როგორც "აქცენტს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ტაქსი, რომელშიც ერთი მგზავრი იმყოფებოდა, ავტოსადგომზე მყოფ ერთ–ერთ ავტომობილს დაეჯახა. მათივე თქმით, მომხდარის შედეგად მგზავრი არ დაშავებულა, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

თვითმხილველების ვარაუდით, ტაქსის მძღოლი სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევამდე ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა.

როგორც "აქცენტს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276 მუხლის მე–6 ნაწილით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S