Accentnews.ge
გაბუნია სუს-ში დაიბარეს

გაბუნია სუს-ში დაიბარეს

17/06/2020 16:16:54 სამართალი

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ის უწყებაში 18 ივნისს, დილის 10:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დაკითხვაზე დაიბარეს "მთავარი არხის" გენდირექტორი ნიკა გვარამია, თუმცა ის გამოკითხვაზე არ მივიდა.

როგორც გვარამიას ადვოკატმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს.

15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S