გიორგი გაბუნია სუს-ში არ მივა
18/06/2020 06:04:02 სამართალი
ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მივა, სადაც დილის 10:00 საათზე გამოსაკითხად იყო დაბარებული.
ადვოკატმა განმარტა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, გიორგი გაბუნია სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს და არა სუს-ში. ამავე მიზეზით, 17 ივნისს სუს-ში არ მივიდა „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია.
მათი გამოკითხვა უკავშირდება ნიკა გვარამიას საჯარო განცხადებას, რომ თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე ბოკოვი ჩეჩნეთის მეთაურ კადიროვის დაკვეთით გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას.


