COVID-19–ის ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია
18/06/2020 06:59:33 სამართალი
COVID-19–ის ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია,– ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„ამ ხუთიდან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“,– აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 140 აქტიური შემთხვევაა.
ცნობისთვის: ქვეყანაში 18 ივნისის დილის მონაცემებით ჯამში კორონავირუსის 893 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 739 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პაციენტი გარდაიცვალა.


