თბილისში საპატრულო პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა
18/06/2020 07:34:43 სამართალი
თბილისში იოსებიძისა და ბულაჩაურის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომანქანა და საპატრულო პოლიციის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.
მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


