Accentnews.ge
ტიკარაძემ პეპერი წარადგინა: "სამომავლოდ „კოვიდის“ დამარცხებაშიც დაგვეხმარება"

ტიკარაძემ პეპერი წარადგინა: "სამომავლოდ „კოვიდის“ დამარცხებაშიც დაგვეხმარება"

18/06/2020 08:24:50 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მისი უწყების საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას დამსწრე საზოგადოებას რობოტი „პეპერი“ წარუდგინა, რომელიც ღონისძიების მონაწილეებს ქართულად მიესალმა.

„გვაქვს რამდენიმე მოულოდნელი სურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე, პეპერი, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან, ახლა სწავლობს ქართულს და რომელიც სამომავლოდ დაგვეხმარება „კოვიდის“ დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში. მის შესაძლებლობებს ცოტა მოგვიანებით, ტელემედიცინის სტენდთან გავეცნობით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S