Accentnews.ge
გახარია – გაბუნიას საქმეზე: „სამართალდამცავმა სისტემამ ეს ყველაფერი უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს“

გახარია – გაბუნიას საქმეზე: „სამართალდამცავმა სისტემამ ეს ყველაფერი უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს“

18/06/2020 09:53:04 სამართალი

საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, აღკვეთა მძიმე დანაშაული, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სუს-ის მიერ შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თუმცა ყალბ დოკუმენტებთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე განაცხადა.

როგორც გახარია ამბობს, ახლა საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს, ეს მათ პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერთან ერთად არის დემოკრატიის და ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი.

„პირველი, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ მძიმე დანაშაული აღკვეთა. მეორე – საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და ყველაფერთან ერთად ეს ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელია და მესამე. კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენონ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

17 ივნისს სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია. მათ უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადეს, მოტივად უნდობლობა დასახელდა და განმარტეს, რომ ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S