
გერმანია ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთს სანქციებით ემუქრება
18/06/2020 12:46:54 საშინაო პოლიტიკა
გერმანია საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით იმუქრება,– ამის შესახებ მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა გააკეთა.
ჰაიკო მაასის თქმით, „ფედერალური მთავრობა ამ საქმეზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმის უფლებას იტოვებს“.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიტუაციას უკიდურესად მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ეს საქმე სასმართლო პროცესის დროს უნდა იყოს გამოძიებული.
მისივე თქმით, დღესვე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში მიიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში რუსეთი დაადანაშაულა.
ოფიციალურ თბილისს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.