Accentnews.ge
დააკავეს კაცი, რომელმაც 10 წლის ბავშვს სექსუალური შინაარსის მასალის გაგზავნა აიძულა

დააკავეს კაცი, რომელმაც 10 წლის ბავშვს სექსუალური შინაარსის მასალის გაგზავნა აიძულა

18/06/2020 13:39:20 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში დააკავეს კაცი, რომელმაც 10 წლის ბავშვს „ფეისბუქის“ საშუალებით სექსუალური შინაარსის ფოტოსა და ვიდეოს გაგზავნა აიძულა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, სოციალური ქსელ "ფეისბუკის" დახმარებით, 2010 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს დაუკავშირდა, რომელსაც სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგონა პასუხობდა. მოგვიანებით, ბრალდებულმა მ.ბ. მათი მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულმა მას გაუგზავნა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S