
ხანგოშვილის საქმის გამო რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო უწყებაში დაიბარეს
18/06/2020 13:51:59 სამართალი
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანიაში რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.
«დღეს კვლავ მოვიწვიეთ რუსეთის ელჩი სასაუბროდ, რათა ცალსახად გამოგვეხატა რუსული მხარის წინაშე ჩვენი პოზიცია. გერმანიის მთავრობა უპირობოდ იტოვებს სამომავლო მოქმედების უფლებას», – განაცხადა მინისტრმა ჰაიკო მაასმა დღეს ავსტრიელ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე .
მისივე განმარტებით, “აუცილებელია, სასამართლო ხელისუფლებამ მომხდარი გამოიძიოს და განაჩენი გამოიტანოს”.