Accentnews.ge
გიორგი გაბუნია: „სუს-მა იცოდა, რომ მითვალთვალებდნენ“

გიორგი გაბუნია: „სუს-მა იცოდა, რომ მითვალთვალებდნენ“

19/06/2020 07:23:24 სამართალი

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე გამოცხადდა. საქმე მისი ლიკვიდაციის სავარაუდო დაგეგმვას ეხება.

გაბუნიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და პროცესის მოსამართლის თანდასწრებით წარმართვა მოითხოვა.

„ბევრი სათმელი არ მაქვს. მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა, ყოფილიყო დღის წესრიგში. ძალიან ზოგადი ინფორმაცია მქონდა. გამოძიებასთანაც საუბარი არ შემიძლია, რადგან არაფერი ვიცი. ასევე მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ. სუს-მა იცოდა ამის შესახებ და თავად გამაფრთხილეს, რომ არავისთან მელაპარაკა ამის შესახებ. თვალთვალი 2 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ვვარაუდობ, ჩემს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ საქმე რუსეთს ეხება. ჩემთვის ნათელია ყველაფერი. ამას თავად კადიროვი ამბობს", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

სავარაუდოდ, დღესვე გამოიკითხება „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია.

ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S