Accentnews.ge
რომელი ქვეყნები ჩამოყალიბდნენ საქართველოსთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად

რომელი ქვეყნები ჩამოყალიბდნენ საქართველოსთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად

19/06/2020 07:35:34 ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის იანვარი-მაისის წინასწარ შედეგებშია აღნიშნული.

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში ექსპორტი 16.2%-ით, იმპორტი კი 17%-ით შემცირდა.

„2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 205.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8%–ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 235.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2%–ით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 2 970.1 მლნ. აშშ დოლარს (17 %–ით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-მაისში, 1 734.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2%–ია,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2% შეადგინა. კერძოდ, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (168.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (167.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (157.1 მლნ. აშშ დოლარი). ამასთან, საიმპორტო ქვეყნების პირველ სამეულში შედის: თურქეთი (478.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (336.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (274.7 მლნ. აშშ დოლარი). საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი თურქეთი (560.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (494.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (443.2 მლნ. აშშ დოლარი) არიან.

2020 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 258.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.9%–ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 148.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.0%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 109.2 მლნ. აშშ დოლარით (8.8%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 222.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.5% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 199.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 195.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6%).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S