Accentnews.ge
„სუს–მა გაბუნიას სახელმწიფოს ხარჯზე შესთავაზა დაცვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქმე ეხებოდა მის შესაძლო ლიკვიდაციას“

„სუს–მა გაბუნიას სახელმწიფოს ხარჯზე შესთავაზა დაცვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქმე ეხებოდა მის შესაძლო ლიკვიდაციას“

19/06/2020 08:52:38 სამართალი

"სუს–მა გიორგი გაბუნიას სახელმწიფოს ხარჯზე შესთავაზა დაცვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქმე ეხებოდა მის შესაძლო ლიკვიდაციას", - ამის შესახებ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

„არ დაუდასტურებია არაფერი, მათი კითხვები ეხებოდა გაბუნიას უსაფრთხოებას. ასევე, სუსმა სახელმწიფოს ხარჯზე შესთავაზა დაცვა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქმე ეხებოდა მის შესაძლო ლიკვიდაციას. გიორგი გაბუნიამ ეს ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. ამიტომ, რამე კანონდარღვევას ან ინფორმაციის შეუტყობინებლობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ჟურნალისტ გიორგი გაბუნია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოიკითხა. როგორც მან პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას სახელმწიფომ დაცვა შესთავაზა.

ცნობისთვის: 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარი არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. “მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამო გასულ წელს გაბუნიას გადამალვა ურჩია.

გვარამიას ბრიფინგის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ 12 ივნისს დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით მართლაც მიმდინარეობს გამოძიება “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე”. თუმცა სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად ვის ლიკვიდაციაზეა საუბარი და სხვებსაც მოუწოდებს, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S