Accentnews.ge
მარკუს ჰელდი: "მოვუწოდებ ყველა პარტიას ხმა მისცენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს"

მარკუს ჰელდი: "მოვუწოდებ ყველა პარტიას ხმა მისცენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს"

19/06/2020 09:43:56 საშინაო პოლიტიკა

"მმართველ პარტია "ქართული ოცნება" ფლობს 113 ხმას და თითქოს საარჩევნო კანონის მიღებას არაფერი ემუქრება, მოვუწოდებ ყველა პარტიას ხმა მისცენ დაგეგმილ ცვლილებებს",- ამის შესახებ ბუნდესტაგისა და კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრი მარკუს ჰელდი აცხადებს.

როგორც იგი გამოცემა ,,heldmarcus.de„- სთან საუბრისას აღნიშნავს, შეთანხმება წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯს:

"ხანგრძლივი და ხშირ შემთხვევაში რთული მოლაპარაკებების შემდგომ 8 მარტს საქართველოში პარტიებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან შეთანხმებას საარჩევნო კანონმდებლობაზე. საარჩევნო კანონმდებლობაზე შეთანხმება მოიცავს საარჩევნო სისტემას, რომლის თანახმადაც 120 პარლამენტის წევრი არჩეული იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით.ამასთანავე, პარტიები, რომლებიც ხმათა 1 %-ს მიიღებენ შეძლებენ პარლამენტში მოხვედრას. შეთანხმების თანახმად, პარტია რომელიც საერთო ხმათა 40 %-ზე ნაკლებს მიიღებს ვეღარ მოახერხებს საპარლამენტო უმრავლესობის მიღებას“.

ბუნდესტაგის წევრის თქმით, ახალი საარჩევნო კანონმდებლობა უკვე ოქტომბრის არჩევნებისთვის იქნება ძალაში შესული, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ახალი ეტაპია საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე:

"საქართველოსთვის ეს გამარჯვებაა, სამართლიანი საარჩევნო სისტემა არის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სიკეთე"

იგი მიიჩნევს, რომ "ამიერიდან დაკარგული ხმები აღარ იქნება, როდესაც საარჩევნო ოლქის კანდიდატი გამარჯვებულ კანდიდატს მცირედით ჩამორჩება და საარჩევნო ოლქებში, სადაც კანდიდატები მცირედით ჩამორჩებიან გამარჯვებული კანდიდატს, მეორე ადგილზე გასული კანდიდატი პროპორციული სისტემით მოახერხებს პარლამენტში მოხვედრას".

მარკუს ჰელდი პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს:

"იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები არ იქნება მიღებული, 31 ოქტომბრის არჩევნები ძველი საარჩევნო კანონმდებლობით ჩატარდება, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავ კონფრონტაციას გამოიწვევს. ამიტომ მივმართავ ყველა მხარეს, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს შეთანხმების სულისკვეთების გათვალისწინებით. ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S