
ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები ცნობილია
19/06/2020 09:55:13 საშინაო პოლიტიკა
ოპიზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ამ თემაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
ოპოზიციამ თბილისის 6 ოლქეში შემდეგი კანდიდატები წარადგინა:
- მთაწმინდა – შალვა შავგულიძე
- სამგორი – ლევან ხაბეიშვილი
- ვაკე – ელენე ხოშტარია
- გლდანი – ნიკა მელია
- ისანი – გიორგი ვაშაძე
- ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი
ნათელაშვილის თქმით, დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს.
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრას “ლელოს” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. როგორც მოგვიანებით „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელოს“ პოზიცია უცვლელია და ის აპირებს 30-ვე ოლქში თავისი მაჟორიტარები წარადგინოს".