Accentnews.ge
თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იქნებიან

თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იქნებიან

19/06/2020 10:00:23 საშინაო პოლიტიკა

თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იქნებიან.

დღეს ოპოზიციამ თბილისის 6 ოლქეში შემდეგი კანდიდატები წარადგინა:

  • გლდანი – ნიკა მელია
  • სამგორი – ლევან ხაბეიშვილი
  • მთაწმინდა – შალვა შავგულიძე
  • ვაკე – ელენე ხოშტარია
  • გლდანი – ნიკა მელია
  • ისანი – გიორგი ვაშაძე
  • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი

როგორც ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრას “ლელოს” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S