Accentnews.ge
ბოკერია – ელისაშვილს:  „ძალიან  თუ  გააგრძელებს,  მაშინ სხვანაირ  პასუხსაც  გავცემ“

ბოკერია – ელისაშვილს:  „ძალიან  თუ  გააგრძელებს,  მაშინ სხვანაირ  პასუხსაც  გავცემ“

19/06/2020 14:10:03 საშინაო პოლიტიკა

"მე ვნახე მისი განცხადება რა დროს ადგილების განაწილებაოო, კიდევ ერთი კაცი მომაგონა მაგ განცხადებამ”,- ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ადგილების განაწილებასთან დაკავშირებით.

"აქ ადგილების განაწილება იმაზე კი არ არის ლაპარაკი, ნორმალური ნაწილია ახლა ამომრჩეველი წყვეტს ვინ სად იქნება, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ პროპორციული არჩევნები გვინდოდა და გონივრულ კომპომისზე წავედით 120/30-ზე, აბსოლუტურად გონივრულია და პატიოსანი ამომრჩევლების წინაშეც, რომ იმ სპექტრის მიხედვით რაც არსებობს, ეცადო ამის განაწილებას. ეს ხელს უწყობს პირველ ტურში გამარჯვებას და ეს ამავე დროს ამომრჩეველს ანახებს რომ ვერც ერთი ძალა, ვერც ერთ სცენარში ვერ მოვა დისპროპორციული უმრავლესობით ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. ამიტომ, მთელი ეს ლაპარაკი , რაღაცა თეთრი ხელთათმანებით ახლა, ესენი ადგილებს ინაწილებენ და მე ამაზე მაღლა ვდგავარ, არ არის კორექტული, მაგრამ ეს მისი უფლებაა. მისი უფლებაა, მაგრამ ძალიან თუ გააგრძელებს, მაშინ სხვანაირ პასუხსაც გავცემ. მეც ინტერესით დაველოდები, რას იტყვის დღეს. მაგრამ, ეს ნახევრად ხუმრობით. ახლა სერიოზულად თუ ვილპარაკებთ, ანუ კიდევ ერთხელ სრული პატივისცემით ყველა ძალის მიმართ ყველას გვესმის“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S