
„პრაიდების“ და აღლუმების დაანონსება კონტრპროდუქტიული ტაქტიკაა“
17/06/2019 10:04:54 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ციტატა
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი:
„დაიჭერენ ვასაძეს? - რა თქმა უნდა, არა
დაარბევინებენ ვინმეს ? - ასევე არა
ბუად გამოადგებათ ? - კი
ივარგა ვასაძის დებიუტმა? - მგონი ვერა, კომბლებით და მათრახებით ძალიან აიგდო თავი
პრაიდების და აღლუმების დაანონსება გვაახლოვებს ტოლერანტულ საზოგადოებასთან? - მგონი არა; ლეგიტიმური, თუმცა კონტრპროდუქტიული ტაქტიკაა.
მე სად ვდგავარ? - იქ სადაც ადამიანია, ერთი კონკრეტული ადამიანი, თავისი დრამით, ტრაგედიით, მძიმე ჯვარით“.
ცნობისთვის: 16 ივნისს ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების" შეკრებაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.