
“წითელმა ჯვარმა” ცხინვალს 70 ათასი ფრანკის ღირებულების დამცავი საშუალებები გადასცა
19/06/2020 16:30:08 კონფლიქტები
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის სტრუქტურებს დამცავი აღჭურვილობის პარტია გადასცა, რომელიც სათვალეებს, სამედიცინო კოსტიუმებს, რესპირატორებს, ხელთათმანებს, სადეზინფექციო ხსნარებსა და ნიღბებს მოიცავს.
დაცვის საშუალებების მატერიალური ღირებულება დაახლოებით 70 ათას შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს.
«ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ჯანდაცვის სფეროს შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან და თვალს ვადევნებთ შექმნილ საჭიროებებს დროული დახმარების აღმოსაჩენად», - განაცხადა ოკუპირებულ რეგიონში მისიის ხელმძღვანელმა მარია კარმენ ეჩესარეტა ინურიტეგმა.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიოენში კოვიდ-ინფიცირების სულ 80 შემთხვევაა აღრიცხული, 43 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
იხილეთ ასევე: “ეს საუკეთესო მომენტია აფხაზეთთან ვაჭრობის კუთხით კორპორაციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად”