
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურის ხიდზე გადაადგილებაზე შეზღუდვას ხსნის
19/06/2020 17:07:45 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურის ხიდზე გადაადგილებაზე შეზღუდვას 22-დან 24 ივნისამდე ხსნის. როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება, "აფხაზეთი ჰუმანიტარულ კორიდორს უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეებისა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დასაბრუნებლად".
მისივე ინფორმაციით, ენგურის ე.წ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გადასვლა შესაძლებელი იქნება 09:00-დან 19:00 საათამდე.
"ტერიტორიაზე გადასული ყველა ადამიანი ვალდებული იქნება გაიაროს სამედიცინო-სანიტარული კონტროლი", – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.
აფხაზურმა მხარემ ენგურის ე.წ საკონტროლო გამშვებ პუნქტი 1 ივნისიდან ჩაკეტა.