Accentnews.ge
"20 ივნისის ღამეს ძალის გადამეტება სავარაუდოდ, მოხდა"

"20 ივნისის ღამეს ძალის გადამეტება სავარაუდოდ, მოხდა"

19/06/2020 20:01:10 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თაკალავაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს სავარაუდოდ, ძალის გადამეტება მოხდა, რადგან გამოძიება სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ მანტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში განაცხადა.

"დიახ, სავარაუდოდ მოხდა, ვინაიდან ამ მუხლით არის გამოძიება დაწყებული. 3 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, პოლიციელი [...] შეიძლება ამ საქმის გამოძიება კიდევ გაგრძელდეს. მე ნამდვილად ვერ გეტყვით როდის დასრულდება, ვადებს მე არ ვაკონტროლებ და არც პარლამენტი არ იღებს ამაზე გადაწყვეტილებას", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის თქმით, "აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი 2 საათის განმავლობაში პოლიციელებს ურტყამდნენ":

"ვნახეთ იყო ის, რომ გარკვეული ჯგუფი აქციის მონაწილეთა 2 საათის განმავლობაში ძალადობდა პოლიციელებზე, რომლებიც იდგნენ თმენის რეჟიმში და იცავდნენ საქართველოს პარლამენტს - კონსტიტუციურ ინსტიტუტს. კიდევ ერთხელ ვამბობ, 2 საათის განმავლობაში პოლიციელებს ურტყამდნენ, მათ იტაცებდნენ კორდონიდან, ართმევდნენ ნივთებს და ამ ნივთებს ესროდნენ უკან. აქციის დროს, როდესაც ასეთი ვითარებაა და როდესაც პოლიცია ასრულებს თავისი კონსტიტუციით და კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, ამ პროცესებს პრემიერ-მინისტრი არ მართავს. შესაძლოა, რომ მან უნდა იცოდეს რომ გადაწყვეტილება არის მიღებული, მაგრამ ის, რომ მან თქვა 15 წუთით ადრე, რომ არ იქნება ძალა გამოყენებული, ეს არ ნიშნავს, რომ პროცესები არ იმართებოდა კანონმდებლობით და კონსტიტუციის შესაბამისად," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S