
არჩილ თალაკვაძე: "ვფიქრობ, გიორგი გახარია იმსახურებს, რომ "ოცნების" სიის პირველი ნომერი იყოს"
19/06/2020 20:33:57 საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელებას იმსახურებს.
"ვფიქრობ, იგი იმსახურებს რომ "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იყოს, თუმცა გადაწყვეტილება არის გუნდის მისაღები და ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ივლის-აგვისტოში გავახმოვანებთ, მას შემდეგ, რაც სიის ფორმირება დასრულდება. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, პრაქტიკულად, ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, ესა არის კოვიდ-19, ეს არის პანდემია, მან უზრუნველყო პროცესების ეფექტური მართვა, ყველა სტრუქტურის ჩართულობა, კოორდინაცია, მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში მოხდა ვირუსის გავრცელების შეკავება და ქვეყანამ დროულად შეძლო დაბრუნდებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა", - განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში..