Accentnews.ge
პრემიერ–მინისტრი ლევან ვასაძეს პასუხობს

პრემიერ–მინისტრი ლევან ვასაძეს პასუხობს

17/06/2019 10:31:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ამის შესახებ პრემიერმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებისსაპასუხოდ განაცხადა. 

"ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. როდესაც სამართლის დარღვევას აქვს ადგილი, მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივ ჩარჩოებში. იცით, რომ შსს–მ შესაბამისი მუხლით დაიწყო გამოძიება. იგივე მიდგომა იქნება ნებისმიერი სხვა საკითხის მიმართ, სადაც შესაძლოა, გამოჩნდეს კანონის დარღვევის ნიშნები.საქართველოში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, გარანტირებულია კონსტიტუციით, ამავე დროს გვაქვს ვალდებულება, ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ. ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შესაბამის სიმაღლეზე არიან. მადლობა პოლიციელებს, რომ მათ შესაბამისი ბალანსი დაიცვეს",– განაცხადა პრემიერმა. 

ამასთან მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრობლემა ხელოვნურია. 

"ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად არის მოხვეული თავს ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს პრობლემურია. საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცულია. ხდება ამ პრობმლემის გაზვიადება. პრობლემები და გამოწვევები რაც არის საქართველოში, ესაა ოკუპაცია და სიღარიბე და სჯობს, მთელი საზოგადოება ამ პრობლემების გადაჭრაზე ვიყოთ ორიენტირებულები. იმ ძალების ინტერესებშია, რომელთაც სურთ, შემოიტანონ არეულობის განცდა საზოგადოებაში. აქ პირველია ის, ვინც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს. ვისაც სამშობლო უყვარს, ვთხოვ, ამ მგრძნობიარე საკითხს შესაბამისი პასუხისმგებლობით მოეკიდოს",– განაცხადა ბახტაძემ. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S