Accentnews.ge
Telegram-ი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს  დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს

Telegram-ი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს

21/06/2020 13:16:45 კონფლიქტები

სერვისი Telegram-ი ქვეყნების ჩამონათვალში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს (ე.წ. “სახმრეთ ოსეთს”) დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს.

ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი ილია პუშკინი (Илья Пушкин) ავრცელებს და დასტურად ფოტო მოჰყავს:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ აპლიკაციას რუსეთთან აქვს კავშირი, თუმცა რეაგირებას გეგმავს.

„ყველასათვის ცნობილია, რომ Telegram აპლიკაცია დაფუძნებულია რუსული სოციალური ქსელის "Vkontakte" შემქმნელის მიერ, რომელიც დღემდე არის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. რუსულ საიტებსა და აპლიკაციებში მსგავსი ტიპის დარღვევები პირველად არ გვხვდება. ამის მიუხედავად, ბუნებრივია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რეაგირების გარეშე არ დატოვებს აღნიშნულ ფაქტს და აქტიურად იმუშავებს აპლიკაციის გასასწორებლად. ზოგადად, საგარეო უწყება ყოველთვის რეაგირებს მსგავი სახის ფაქტებზე და მრავალი მაგალითი არსებობს როდესაც სხვადასხვა პლატფორმებზე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში არასწორი დეფინიცია გამოსწორებულა“,– აცხადებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S