ავარია თბილისში – არის მსხვერპლი
21/06/2020 20:40:26 სამართალი
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა. მოქალაქე შემთხვევს ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


