Accentnews.ge
19 წლის შაქარაშვილის საქმეში გატაცების ვერსია გაჩნდა

19 წლის შაქარაშვილის საქმეში გატაცების ვერსია გაჩნდა

21/06/2020 21:31:29 სამართალი

მცხეთაში დაკარგული 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება სსკ–ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაკარგულის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარზე და არაგვზე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა როგორც ირკვევა, ახალგაზრდის წყალთან კონტაქტი 90%–ით გამოირიცხა.

ცნობისთვის: 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S