
ხაშური-ახალციხე-ვალესა და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე დღეს მოძრაობა დროებით შეიზღუდება
22/06/2020 05:27:53 რეგიონები, რეკლამა
22 ივნისს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ11-კმ25, კმ34-კმ40 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ21-კმ25 მონაკვეთებზე ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა მეკლდეურების მეშვეობით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20-წუთიანი ინტერვალებით.
„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ან/და შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.