Accentnews.ge
კინზინგერი: „გილოცავ, საქართველო! ეს გრძელი გზა იყო, მაგრამ ამად ღირდა"

კინზინგერი: „გილოცავ, საქართველო! ეს გრძელი გზა იყო, მაგრამ ამად ღირდა"

22/06/2020 06:13:33 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ადამ კინზინგერი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს.

„გილოცავ, საქართველო! ეს გრძელი გზა იყო, მაგრამ ამად ღირდა. პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს - ჩვენ თქვენთან ვართ!“, - წერს კინზინგერი სოციალურ ქსელში.

21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია 142 დეპუტატმა გაიარა. ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ემზარ კვიციანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და დავით ჭიჭინაძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, მათ ცვლილებას მხარი დაუჭირეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ხმის მიცემის პროცესში არ ჩაერთო. პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S