„ვირუსის გავრცელების ტემპი არ იკლებს და გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს“
22/06/2020 07:34:30 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მობილობა ძალიან მაღალია, შესაბამისად, მოქალაქეებს და კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ.
როგორც გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ქვეყანა რთულ პერიოდში შედის.
„რეალურად ვირუსის გავრცელების ტემპი არ კლებულობს, ჩვენთან რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში პირიქით, იზრდება და აქ ჩვენ, გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს შევინარჩუნოთ და აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


