
სოჭიდან აფხაზეთისკენ “ეროვნულ” საფეხმავლო ბილიკს ჭრიან
22/06/2020 08:03:55 კონფლიქტები
სოჭის ეროვნულ პარკში, ტუაპსედან აფხაზეთისკენ საფეხმავლო ბილიკს ქმნიან. გეგმის თანახმად, პროექტმა ოკუპირებულ რეგიონში მეტი ტურისტი უნდა მიიზიდოს, - იუწყება ტელეარხი "Россия 1".
"ვგეგმავთ, შევქმნათ ეროვნული ბილიკი მარშრუტით, რომელიც სოჭის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაივლის. საკვანძო იდეა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომად ვაქციოთ. პროექტი დამუშავების სტადიაშია. ბილიკის ნაწილად იქცევა პოპულარული მარშრუტი "ბოსფორის სამეფოს ოქროს რგოლი", – ნათქვამია ეროვნული პარკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.