„სქაიაფ ეარლაინსი“ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს 1 ივლისიდან განაახლებს
22/06/2020 09:30:09 ეკონომიკა
უკრაინული ავიაკომპანია „სქაიაფ ეარლაინსი“ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს 1 ივლისიდან განაახლებს,– იუწყება უკრაინული მედია ავიაკომპანიის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
„საერთაშორისო რეისების განახლება იგეგმება პირველი ივლისიდან საქართველოსა და ალბანეთის მიმართულებით, ხოლო 15 ივლისიდან სხვა ქვეყნებში, რომლებთანაც წინასწარი შეთანხმება მიღწეულია“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
ამასთან, როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ავიარეისების აღდგენა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობაზე ყველა შეზღუდვა გაუქმებულია:
„ბილეთების ყიდვამდე ავიაკომპანია რეკომენდაციას აძლევს მგზავრებს, გაეცნოს იმ ქვეყნების მოთხოვნებს, სადაც მიემგზავრებიან და ასევე დარწმუნდნენ, რომ მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია გააჩნიათ“.


