Accentnews.ge
„თიბისი“: 2018 წლიდან „თიბისი დაზღვევა“ ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე ლიდერის პოზიციას უცვლელად ინარჩუნებს

„თიბისი“: 2018 წლიდან „თიბისი დაზღვევა“ ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე ლიდერის პოზიციას უცვლელად ინარჩუნებს

22/06/2020 09:47:01 ეკონომიკა, რეკლამა

"თიბისი დაზღვევა" 2018 წლიდან უცვლელად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, როგორც ბაზრის წილის, ასევე ანაზღაურებული თანხის მოცულობით, კომპანია კვლავ პირველია. ამის შესახებ „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„თიბისის“ ინფორმაციით, 2020 წელს, ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 5 822 840 ლარი აუნაზღაურა. აქედან 1 094 652 ლარი - დისტანციურად. კომპანიის ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების ბაზრის წილი 28.8%-ია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვადევნოთ თვალი დაზღვეულთა მოთხოვნებს. შედეგად, მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ პროდუქტს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მათ საჭიროებებსა და სურვილებს. ეს კი, თავის მხრივ, მომსახურებისა და სერვისის მაღალ ხარისხთან ერთად, სადაზღვევო ბაზარზე კომპანიის წარმატებასა და პირველობას განაპირობებს“, - აცხადებს „თიბისი დაზღვევის“ საცალო და ალტერნატიული გაყიდვების უფროსი, ივა კახაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S