მაშველებმა 19 წლის შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს
22/06/2020 09:58:48 სამართალი
ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს, – იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, აღენიშნება თუ არა ცხედარს ძალადობის კვალი და იმ ადგილიდან, სადაც ახალგაზრდის კვალი გაქრა, რამანძილის მოშორებით იქცა ცხედარი ნაპოვნი.
უწყება გვამცნობს, რომ ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს:
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ცნობისთვის: 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება სსკ–ის 143-ე მუხლით იყო დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


