Accentnews.ge
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

22/06/2020 10:44:54 თავდაცვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მოსწავლეები 7 ივლისს მათემატიკის, ხოლო 8 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეები კონკურსის წესით მიიღებიან. ლიცეუმში ჩასარიცხად შეირჩევიან რეგისტრირებული კანდიდატებიდან ის მოსწავლეები, რომელთაც გამოცდებში მაღალი შედეგები ექნებათ. შერჩეულმა მოსწავლეებმა, კადეტის სტატუსის საბოლოოდ მისაღებად სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ.

რეგისტრაციის პროცესი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S