
“Visual Capitalist” საქართველოს რუკას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე აქვეყნებს
22/06/2020 11:44:52 კონფლიქტები
ინგლისურენოვანი პლატფორმა “Visual Capitalist” საქართველოს რუკას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე აქვეყნებს.
“Visual Capitalist”–მა, რომელიც მასალებს სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით ქმნის, ამჯერად მსოფლიო ქვეყნების ტერიტორიების ფართობები მიმოიხილა. მათ მიერ შექმნილ ინფოგრაფიკაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს რუკა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის გარეშეა წარმოდგენილი.