
რუსეთში უკრაინისთვის ჯაშუშობის ბრალდებით პოლიციის განყოფილების უფროსი დააკავეს
22/06/2020 12:04:33 სამართალი
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა კურსკის ოლქში (რუსეთი) პოლიციის რაიონული განყოფილების უფროსი, პოდპოლკოვნიკი დიმიტრი ბორზენკოვი დააკავეს, რომელსაც სახელმწიფო ღალატი და უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული საიდუმლო ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახურს აწვდიდა.
კონკრეტულად რა სახის მონაცემებს გადასცემდა დაკავებული უკრაინულ მხარეს – უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის.
უკრაინულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
- რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური რეგულარულად აკავებს ამავე ბრალდებით ანექსირებული ყირიმის მაცხოვრებლებს, მათ შორის – სამხედრო პირებს, მაგრამ ყირიმის ფარგლებს გარეთ მსგავსი შემთხვევები იშვიათობაა.