
„სამწუხაროდ, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება“
22/06/2020 13:11:15 სამართალი
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 19 წლის სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს.
„ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი... ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“,-წერს ლომჯარია Facebook გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.