
თბილისში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს
22/06/2020 15:03:25 სამართალი
თბილისში, წერეთლის გამზირზე სავალუტო ჯიხური გაძარცვეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ.
მომხდარის დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.