Accentnews.ge
რუსეთის ხელისუფლებამ ორ მამაკაცს შორის ქორწინება აღიარა

რუსეთის ხელისუფლებამ ორ მამაკაცს შორის ქორწინება აღიარა

22/06/2020 16:46:23 სამართალი

რუსეთის ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა ორ მამაკაცს შორის ქორწინება აღიარა. ამის შესახებ ერთ-ერთი მათგანი – პროგრამების “რუსული ლგბტ-ქსელები” დირექტორი, ლგბტ-აქტივისტი იგორ კოჩეტკოვი იუწყება.

კოჩეტკოვის განმარტებით, მან ხსენებული სახელისუფლებო უწყებისგან მეუღლის – კირილ ფეოდოროვის სიცოცხლის დაზღვევის ხარჯების საგადასახადო დაქვითვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტი მიიღო.

მამაკაცები 2017 წელს აშშ-ში დაქორწინდნენ. საოჯახო კოდექსის თანახმად, რუსეთი უცხოეთში გაფორმებულ ქორწინებებს აღიარებს.

ამასთან, ერთსქესიანთა ქორწინება რუსეთში ლეგალიზებული არ არის: საოჯახო კოდექსი ქორწინებას ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S