Accentnews.ge
ეკონომიკის სამინისტრო „ფრონტერასთან“ კომპრომისისთვის მზადაა

ეკონომიკის სამინისტრო „ფრონტერასთან“ კომპრომისისთვის მზადაა

23/06/2020 06:00:37 ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, სამინისტრო მზადაა, გამონახოს იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება გარანტიების მიღებით. აღნიშნულ კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ორი თვის წინ დასრულდა დავა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსა და კომპანია „ფრონტერას“ შორის და ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

თვალაბეიშვილის განმარტებით, მისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, დარჩა გარკვეული კითხვები, როგორც კომპანია „ფრონტერას“, ასევე ამერიკელი პარტნიორების მხრიდან.

„ჩვენ მზად ვართ ეს საკითხები გავიაროთ კომპანიასთან და ვეცადოთ, გამოვნახოთ იმგვარი კომპრომისი, რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეხვედრა შედგეს, რათა ეს საკითხები განვიხილოთ ,“ - განაცხადა თვალაბეიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S