Accentnews.ge
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

23/06/2020 08:43:50 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 66 ტესტი ჩატარდა და ერთ შემთხვევაში შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებული, დღემდე გამოვლენილი შემთხვევების უმრავლესობის მსგავსად, რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია.

ამავდროულად, დღე-ღამის განმავლობაში კლინიკებიდან 5 პაციენტი გაეწერა.

ლ ეპიდემიის დაწყების დროიდან ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 84 ინფიცირებულია აღრიცხული, მათგან 50, ოფიციალური ინფორმაციით, უკვე გამოჯანმრთელდა, 34 ცხინვალის ინფექციურ კლინიკაში რჩება. ამ უკანასკნელთაგან 33 რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია. ამავდროულად, მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა სხვა დაწქესებულებებში მყოფი 149 ადამიანი.

ეპიდემიის დაწყების დროიდან დღემდე ოკუპირეულ რეგიონში კორონავირუსზე სულ 2 265 ტესტია ჩატარებული.

ცხივალის რეგიონის რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე შეზღუდვები 30 ივნისამდეა გახანგრძლივებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S