
„კიდევ კარგი, ჭკუა ეყო „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ მივიდნენ კენჭისყრაზე, თორემ ბიძინა დროს იხელთებდა და ეგრევე ჩააგდებდა კონსტიტუციურ ცვლილებებს“
23/06/2020 11:07:08 საშინაო პოლიტიკა
„კიდევ კარგი, ჭკუა ეყო „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ მივიდნენ კენჭისყრაზე, თორემ ბიძინა დროს იხელთებდა და ეგრევე ჩააგდებდა კონსტიტუციურ ცვლილებებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნაცვლიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ერთ დროს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ იხსნა ქართული დემოკრატია! კიდევ კარგი, ჭკუა ეყოთ და არ მივიდნენ კენჭისყრაზე, თორემ ბიძინა დროს იხელთებდა და ეგრევე ჩააგდებდა კონსტიტუციურ ცვლილებებს. აღარ გაგივა ეგ ხრიკები, ბიძინა! აი, ნახე - მომავალი მოწვევის პარლამენტში ვაბშე არ შემოვლენ ნაცები და დაგტოვებენ სრულ იზოლაციაში“.